28-02-2018
kutaisitoday.com- ი დაინტერესდა საერთო ჯამში რამდენი თანამშრომელი გათავისუფდა დაკავებული თანამდებობიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის ააიპ დაწესებულებათა გაერთიანებიდან და რა იყო ამის მიზეზი. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ააიპებიდან გათავისუფლდა 100 თანამშრომელი, მათ შორის: 19 პირადი განცხადების საფუძველზე, 20 რეორგანიზაციის შედეგად (საშტატო ერთეულების შემცირების გამო), ხოლო 61 დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.