გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი აბიტურიენტებს გამოცდების დაწყებას ულოცავს

6-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე აბიტურიენტებს გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს:

"საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ვუსურვებ დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!

იმედი მაქვს ეროვნული გამოცდებზე ონის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს ჩვეული წარმატება ექნებათ , ასევე დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, შესაძლებლობებს, ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმარენ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას.

თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა. დადგება დრო, თქვენ ახალ სიტყვას იტყვით და საჭირო ადგილს დაიკავებთ ცხოვრებაში.

ჩვენ გვჯერა თქვენი!

კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე!"-ნათქვამია დავით ჩიკვაიძის მიმართვაში.