გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ კაბალში 47 წლის მამაკაცი დაჭრეს

7-07-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 47 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანება სახისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.


"მამაკაცს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები სახისა და გულ-მკერდის არეში.მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა მკურნალმა ექიმმა. 


გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს შელაპარაკება სუფრაზე მოუვიდა, რა დროსაც მას, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს. დანაშაულში ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა თანმხლებ პირთან ერთად ავარიაში მოყვა. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება გაეწია.


შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, 117-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და 236-ე, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.