გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მცხეთაში ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, გადამწვარია

7-07-2020

მცხეთაში ადგილი, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. ტერიტორია „ინტერპრესნიუსის“ გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ან რამ გააჩინა ცეცხლი. ჯერჯერობით უცნობია, სწავლობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთაში იმ ადგილის გადაწვის მიზეზებს, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა.

შექმნილი ვითარების გამო, საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს კონკრეტული კითხვები აქვთ.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

რაც შეეხება ამირხანაშვილს, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც გაქცევა და ბუჩქებში დამალვა შეძლო მას შემდეგ, რაც მას და მის მეგობრებს დაპირისპირებული ჯგუფიდან რამდენიმე პირი დაედევნა.


 

 

 

 

 ინტერპრესნიუსი