გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩაეძინა და მოკიდებული სიგარეტი დარჩა – ზუგდიდში, სახლში გაჩენილ ხანზარს მამაკაცი ემსხვერპლა

7-07-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ერგეტაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის მერაბ მებონიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მერის წარმომადგენლის როინ გაბრავას თქმით, გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მოკიდებული სიგარეტი დარჩა.

„სწორედ სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია ხანძარი, სახლი მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილს ჰყავს დედა, რომელიც ხანძარს გადაურჩა. მას დარჩა ცოლი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ და ერთი ვაჟი, რომელიც მასთან არ იმყოფებოდა. მას ერთი ვაჟი ადრევე გარდაეცვალა“,-გვითხრა მან.

მისივე განმარტებით, შუა ხნის მამაკაცის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

პრაიმტაიმი