გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: ჩვენ შევქმენით ეფექტური მექანიზმი ვირუსთან საბრძოლველად და ოპოზიცია ამ მექანიზმს ებრძვის

7-07-2020

„ოპოზიცია დადგა ვირუსის მხარეს პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ იმას კიარ ვამბობთ, რომ რაღაც მსხვილ კალიბრიანი იარაღი გვჭირდება ანუ საგანგებო მდგომარეობა - ჩვენ ვამბობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა მართოს ეპიდსიტუაცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაგვჭირდეს განსაკუთრებით იმ პერიოდში როცა ის არჩევნების გადაწევას გამოიწვევს. როგორც ჩანს მათ უნდათ რომ ვირუსი გავრცელდეს და ცუდი მდგომარეობა იყოს ქვეყანაში, რომ შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმი გამოიყენა და ოპოზიცია ამ მექანიზმს ებრძვის.