გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის რაიონში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

7-07-2020

სოფელ გამდლისწყაროში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სს „სპეცჰიდრომშენმა“ წყლის ბურღვითი სამუშაოები   ჩაატარა და ამჟამდ 150 მ3 ტევადობის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობას ახორციელებს.


"სოფელში მცხოვრები 50  ოჯახი დღემდე  სოფლის ცენტრში მდებარე   ერთი საუბნო  წყაროთი და  2 საოჯახო ჭით სარგებლობს.  პროექტის დასრულების შემდეგ კი ყველა ოჯახი სასმელი წყლთ იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოების  ღირებულება  308 175 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სასმელი წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.