გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევროპის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე ტურიზმის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა

7-07-2020

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ ევროპის პარლამენტის (EP) SEARICA Intergroup-ის ფარგლებში ორგანიზებულ ვებინარში - ,,მდგრადი ტურიზმის განვითარებისკენ ევროპის საზღვაო და სანაპირო რეგიონებში, კოვიდ-19 კრიზისიდან აღდგენის პერსპექტივები" მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პერიოდში ,,COVID-19"-მა რა გავლენა მოახდინა ტურიზმზე, ასევე განიხილეს ტურიზმის სექტორის გამოწვევები, განხორციელებული ღონისძიებები და შესაძლო მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. 

ლევან წულაიამ შავი ზღვის სანაპიროს ტურისტულ სექტორზე კოვიდ-19-ის გავლენაზე, სამეგრელოს ტურიზმის სექტორის გამოწვევებზე, განხორციელებულ ღონისძიებებსა და შესაძლო მოკლე და გრძელვადიანი გამოსავალზე ისაუბრა.

ვებინარი მხარდაჭერილია ,,საზღვაო პერიფერიული რეგიონების კონფერენციისა (CPMR)" და the Travel Foundation-ის მიერ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. 

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.