გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლიკვიდირებულია

8-07-2020

წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ცალკეული კერების საბოლოდ ჩაქრობისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მეოთხე სართულზე მდებარე საუნას გაუჩნდა.

სასტუმროს გენერალური დირექტორის თქმით, ეფექტურად იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, რამაც დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გაამარტივა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ - კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

rustavi2