8-07-2020
ქობულეთში მოსახლეობამ გვიან ღამით გზა გადაკეტა. ადგილობრივების თქმით, მანდარინის ნარჩენებით დაბინძურებული არხის გამო ქალაქში მძაფრი სუნია.
„ძლიერი სუნია, ყველასთვის შემაწუხებელია, პატარები გვყავს, ბავშვებს ღებინება აქვთ“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მუშაობენ . მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ასეთ მძაფრ სუნს.
„შევხვდით მოსახლეობას, ორი დღეა ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად მუშაოებენ იმისათვის, რომ პირველ რიგში, დადგინმდეს ზუსტი მიზეზი, თუ რის გამო ვრცელდება ასეთი მძაფრი სუნი, ტექნიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სახის საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობისთვის მყისიერად იქნება ცნობილი“-განაცხადა ქათამაძემ.