გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

8-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

"ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 107 პაციენტი. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ 4-დან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ერთი გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. ხოლო მეხუთე შემთხვევა, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი. ანუ, ეს ერთი არის შიდა გადაცემით"-განაცხადა ეზუგბაიამ.