გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომლის ცხედარიც რიონში აღმოაჩინეს – ტრაგედიის ახალი დეტალები

8-07-2020

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა ორდღიან სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე რიონში იპოვეს, ირაკლი ჭოლაძეა.

მამაკაცი 37 წლის იყო და ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ მამაკაცის გაუჩინარების და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დედას ამ დრომდე არ ჰქონდა. გარდაცვლილის დედა  საზღვარგარეთ იმყოფება.


 

„მთელი ოჯახი გაოგნებულია, არავინ არაფერი არ იცის, რა მოხდა. ვერსიებიც არავის აქვს. შოკშია მეუღლე. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და შვილის დაკარგვის შესახებაც არ იცოდა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“.

 

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 112 -ს 6 ივლისს დილის საათებში შეატყობინა. თუმცა, მანამდე წინაღამეს მამაკაცი სახლში არ ყოფილა.

 

სამაშველო სამძებრო ბრიგადამ მამაკაცის ცხედარი მდინარის გადაკეტვის შემდეგ იპოვა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი