გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში სამარშუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

1-03-2018

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულომ  დღეს, რიგგარეშე მერვე სხდომა გამართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ ორ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის სპეციალური ადგილების გამოყოფის საკითხი. ცვლილება თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულმა ახალმა წესმა განაპირობა. ცვლილების მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და  საცობებისგან ქალაქის ქუჩების განტვირთვა. შემდგომი ეტაპისთვის მოხდება კონკრეტული ქუჩების შერჩევა, სადაც განხორცილდება მგზავრთა ჩასხდომა და ჩამოყვანა.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.