გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამაკაცი, რომელმაც წუხელ მამა და ბაბუა მოკლა 14-წლიანი პატიმრობიდან 10 დღის წინ გათავისუფლდა

8-07-2020

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება წუხელ მუხრანში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები.

 

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილმა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა და ბაბუა მოკლა, წარსულში ასევე მძიმე დანაშულისთვის იხდიდა სასჯელს.

 

ის 14-წლიანი პატიმრობიდან სულ რაღაც 10 დღის წინ გათავისუფლდა.

ირკვევა, რომ პირველი დანაშაული გიორგი ოკინაშვილმა 15 წლის ასაკში ჩაიდინა. მაშინ მას ბრალი ახლობელი ქალის მკვლელობისთვის წარუდგინეს და ამავე ბრალდებით გაასამართლეს.

 

მაშინ არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩვენება საკუთარმა მამამაც მისცა, ამიტომ ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ წლების შემდეგ შვილმა მამაზე შური იძია.

 

რაც შეეხება ბაბუას, ასევე მეზობლები გვიყვებიან, ბაბუის მკვლელობა ოჯახში არსებულ ძალადობას უკავშირდება. მათი თქმით, ასაკოვანი მამაკაცი საკუთარ რძალაზე, ანუ ბრალდებულის დედაზე სექსუალურად ძალადობდა.

 

შსს ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

პრაიმტაიმი