გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება

1-03-2018

ქუთაისში ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავა.

ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადასხვა მოწყობილობები აიღეს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას თქმით, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

ქუთაისი მერია გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს. სანაცვლოდ ისინი 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

გასული წლის აპრილში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი მოხდა, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოყვა.