გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ერგნეთში მორიგ შეხვედრაზე დღეს, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებენ

1-03-2018

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება.
„ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა. ჩვენ მოველით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური გამოძიება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ჩართულობაც. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ზეწოლა გაგრძელდეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ.

"პირველი რადიო"