გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მინისტრი: შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა

9-07-2020

„შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკითხი, რომელიც ეხება ტყითსარგებლობის წესებს და აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის არის საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობა.

ჩვენ დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები, რომელიც მოსახლეობას და ბიზნესს მისცემს საშუალებას, მერქნული რესურსი კონკრეტული ფიქსირებული ფასით შეიძინონ პირდაპირი წესით, ეს ეხება როგორც მაღალი ხარისხის, პირველი ხარისხის მერქნულ რესურს, ისე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი. 

ტყის ღონისძიებებში ჩართული ოპერატორები შეძლებენ ტყეში არსებული ბიომასის გამოყენებას ბრიკეტების და ალტერნატიული ბიოსაწვავის წარმოებისთვის, რაც ნარჩენების მართვის სისტემას გააუმჯობესებს“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.