გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უპრეცედენტო გადაწყვეტილება – უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულები ციხიდან „ზონაში“ გადაიყვანეს

9-07-2020

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უვადო პატიმრობა მისჯილი 6 მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის (ე.წ. „ზონა“) დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს ასეთი პატიმრების ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ყოფნას.

 

ფაქტის შესახებ „პრაიმტაიმთან“ დეტალური განმარტება გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან უშიკიშვილმა.

 

„ნებისმიერი პატიმრის, ისევე, როგორც უვადო მსჯავრდებულის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური ცდილობს, უზრუნველყოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გაჯანსაღებული პირობები იმ ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რაც მას გააჩნია.

 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ კრძალავს იმას, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი გადავიდეს ნახევრადღია ტიპის დაწესებულებაში.

 

ამ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, 6 პირზე იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული მათი საქციელიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მათ საპატიმროში უკვე არაერთი წელი აქვთ გატარებული (ზოგს 20 წელი და მეტი, ზოგს კი 10 წელი და მეტი).

 

ეს გადაწყვეტილება არ შეხებია იმ მსჯავრდებულებს, ვინც N8 (გლდანის საპატიმრო) პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წელს გაშენებულ ბაღში მუშაობს და დღის განმავლობაში ისედაც აქვს ჰაერზე ყოფნის საშუალება.

გადაწყვეტილება შეეხო იმ მსჯავრდებულებს, ვინც უკვე მრავალი წელია დღე-ღამის განმავლობაში 23 საათს საკანში იმყოფება და მოწყვეტილია როგორც გარე სამყაროს, ისე სხვა ადამიანებთან ურთიერთობას.

პრაიმტაიმი