გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შესაძლოა იპარავდნენ

9-07-2020

“ფაქტია ის, რომ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ და მხილებამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის პროკურატურამ კეზერაშვილთან დაკავშირებული პირების მიმართ დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს დავა და საქმე შეეხება უმძიმეს ბრალდებას. საუბარია დაახლოებით 11 მილიონ დოლარზე, როდესაც უმძიმეს პერიოდში იყო საქართველოში, ქვეყანა ჩართული იყო ომში ამ დროს სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება შესაძლოა ჩადიოდნენ უმძიმებს დანაშაულებს, როგორიც არის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების საქართველოდან გატანა, მიმალვა და შესაძლოა მოპარვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ დანაშაულში ჩართული იყო სააკაშვილი, კეზერაშვილიც ან მათი კლასტერის სხვა წევრები“, - განაცხად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა ეს ტრანსნაციონალური დანაშაულია.