გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია ვოლსკი კეზერაშვილზე: საქართველოს მიაყენეს სისხლიანი ჭრილობები, ხალხი დაიხოცა, ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს - მას შემდეგ არის გამდიდრებული, თუ მანამდე იყო

9-07-2020

„ახლახან მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრის მოხსენება პარლამენტის წინაშე, სადაც საუბრობს ათეულობით მილიონობით დოლარის ნაძარცვზე, რომელიც საქართველოს ჯარს მიადგა, მაგრამ ეს თემა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ეხება სწორედ იმ პერიოდს, როდესაც მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე და მისი ტერიტორიების ოკუპაცია. ამ პერიოდზეა ლაპარაკი და მეორე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში, მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოხდა, თავდაცვის მინისტრი გვევლინება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი, რომელიც აფუძნებს ტელევიზიას და ეძებს ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობას, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი შეფასება ზედმეტია იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს, რა ხდება. ჩვენ, მიმდინარე გამოძიების შედეგებს წინასწარ ვერ გავთვლით, სასამართლო მიმდინარეობს, ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რა შედეგები იქნება, ეგ ერთია, მაგრამ ფაქტი რაც ვიცით, არის ის, რაც ეხება პირადად კეზერაშვილს, როგორც თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მიაყენეს სისხლიანი ჭრილობები, ხალხი დაიხოცა, ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს - მას შემდეგ არის გამდიდრებული, თუ მანამდე იყო გამდიდრებული, ესეც გვითხრას“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს.

ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს.