გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა

9-07-2020

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს საამქროში მუშაობის დროს, ფეხში ცხელი არმატურა მოხვდა და თერმოდაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა ქვედა კიდურზე.

„ახალგაზრდა მამაკაცმა ძლიერი დამწვრობა მიიღო სამუშაო პროცესის დროს, აღენიშნებოდა მძიმე თერმოდაზიანება ბარძაყის არეში, შევაჩერეთ სისხლდენა და გადავიყვანეთ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდა ოპერაცია და მოხდა დაზიანებული არტერიის აღდგენა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი