გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დოდო აფრასიძე: ვითხოვ დაისაჯოს გიორგი ბარამიძე

9-07-2020

სვანეთში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე საქართველოს პროკურატურაში ირაკლი შოთაძე დოდო აფრასიძესთან შეხვედრას მართავს. 

"ჩვენი პირველი მოთხოვნა არის დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც დღემდე არაფერს აღიარებენ და კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ. პირველ რიგში, გიორგი ბარამიძე არის და შემდეგ დიდი თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იყვნენ სათავეში. ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, თავდასხმა ოჯახზე, ეს იყო თავისი ჩადენილი დანაშაულების ჩვენზე გადმობრალება და ამიტომაც მოკლეს ჩემი შვილი, რომ იმას სიმართლე არ ეთქვა. ჩვენ ფული არავისთან გაგვიკეთებია და დამნაშავეები არავის წინაშე ვიყავით", - განაცხადა დოდო აფრასიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე საკითხზე კომენტარი აფრასიძეების ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა. 

"ბატონები ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ეს ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ ამოღებულია აფრასიძეების ეზოდან გვამები კალაძის, გოგინაშვილის - ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვითხოვთ პასუხებს და მათ დასჯას თუკი არ დაისჯებიან, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ოჯახის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.