გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ტყუილებითა და სიბინძურით გაჯერებული მავნებელი ნაცოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს წაფორხილებას

9-07-2020

 

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ძალისხმევის მიუხედავად,  ორი სტრატეგიული პარტნიორის-ამერიკისა და საქართველოს  ურთიერთობებს ვერ შეცვლის.

ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ტყუილებითა და სიბინძურით გაჯერებული მავნებელ ნაცოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს წაფორხილებას: ხან კორონავირუსს ევედრებოდა რამენაირად მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ხან ექიმებს ლანძღავდა, ხან შიმშილობას და ეკონომიკურ კოლაფსს აანონსებდა..და ახლა კი არიქა სანქციების დაწესებით ემუქრება არა მარტო ხელისუფლებას , არამედ ხალხსა და სრულიად საქართველოს. არ გაგივათ მავნებლებო, ჯერ ერთი რომ წარმოდგენა არ გაქვთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მეორეც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ვერც თქვენი ლობიზმში დახარჯული მილიონები და ვერც თქვენი ვერაგული გეგმები ვერანაირად ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიორის-ამერიკისა და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა!”-წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.