1-03-2018
ბორჯომში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. სპეცრაზმელები პოლიციის შენობის წინ იმყოფებიან. სავარაუდოდ, სპეცრაზმის ბორჯომში ჩასვლა მერიის თანამშრომლების მიერ დაანონსებულ აქციებს უკავშირდება.
ამ დროისათვის უშუალოდ ბორჯომის საკრებულოსა და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.