გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა

10-07-2020

ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს ოპერაცია კლინიკა "მედცენტრში" უკვე ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით, ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შველას ითხოვდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

"ამ ტერიტორიაზე სულ ხმაურია, ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, მაგრამ ყურადღება მიიქცია ახალგაზრდამ, ის შველას ითხოვდა. მივედით, მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ. სავარაუდოდ, შემთხვევა სხვაგან მოხდა და ახალგაზრდა აქამდე თავისი ფეხით მოვიდა“ , - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი