1-03-2018
ხმაური ბორჯომის საკრებულოში - გუშინ მომხდარ დაპირისპირებას საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს განცხადებით გამოეხმაურა.
ენმ ოპოზიციურ ძალებს, სახალხო დამცველსა და არასამტავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას გვერდით დაუდგნენ:
“ბორჯომში, თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველმა გუნდმა, პარტია „ართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა ხალხის არჩევანს, საკუთარ ქალაქს და დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოს.
მთელი სამი თვის განმავლობაში, ანუ დღიდან ახალი ფორმულირებული საკრებულოსი, „ქართული ოცნება“ არის ბოიკოტირების რეჟიმში და იგი არ დასწრებია საკრებულოს არც ერთ სხდომას და მეტიც, არა თუ არ დასწრებია, მთელი სამი თვის განმავლობაში ყველა უღირსი მეთოდით ცდილობდნენ საკრებულოს საქმიანობის ბლოკირებას. ერთადერთი და ჯერჯერობით პირველი, მთელი სამი თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომა, რომელზე დასწრების სურვილიც გამოთქვა „ქართული ოცნების“ ბორჯომის დეპიტაციამ გახლდათ გუშნდელი სხდომა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იხილებოდა საკითხი მათთვის ხელფასების მატების თაობაზე, თქვენ ნახეთ როგორ გამოცხადდნენ ისინი, „ქართული ოცნების“ დაახლოებით 700 აქტივისტთან ერთად, მეგობარ, ნათესავებტან ერთად, რომლებიც ჰყავთ დასაქმებული ბორჯომის გამგეობებში, სხვადასხვა სიპებში და მოაწყვეს ის ძალადობა, განახორციელეს ის დარბევა, რომელიც იხილა მთელმა საზოგადოებამ, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ართულ ოცნებას“ არა თუ არ აინტერესებს, არც კი ფიქრობს ხალხის საჭიროებებზე ზრუნვას.
მათ არ აინტერესებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება ბორჯომში, არ აინტერესებთ მაგალითად გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის ხელფასების მატება ხალხის ხარჯზე, ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ არის კლანური კეთილდღეობა და გუშინ ყველამ ვიხილეთ, განურცევლად პოლიტიკური მრწამსისა, მე იმედი მაქვს, რომ „ართული ოცნების“ ის მცირე საღად მოაზროვზე ნაწილი გუშინ ჩაფიქრდებოდა და დარწმუნდებოდა, რომ თქვენთვისაც კი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებო, არ არის ეს ხელისუფლება მზად რაიმე სასიკეთო გააკეთოს.
ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“, ბუნებრივია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით აპირებს პოლიტიკურ ბოიკოტს, აპირებს მოუწყოს ობსტრუქცია ბორჯომს და ბორჯომელებს და სტუმრებს ამ ქალაქისა, აპირებენ არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი, არ ამუშაონ დასუფთავების სამსახური, დახურონ საბავშვო ბაღები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გუშინ ვერ მიაღწიეს საწადელს. ვერ მიაღწიეს მათთვის ხელფასების გაზრდას.
გუშინ იყო რეალურად თავდასხმა დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოსა და საკრებულოს წევრებზე, რასაც ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება თვითმმართველობისთვის და ზოგადად საარჩევნო დემოკრატიისთვის.
ამიტომ, მე მივმართავ თხოვნით და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გარშემო, ადგილობრივი ძალებით ბორჯომში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები არიან უმრავლესობაში, მათ ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური გადანდგურებითაც კი, რაც გუშნ ვიხილეთ. ამიტომ მოვუწოდებთ, დღევანდელი დღიდან მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ერთადერთ მუნიციპალიტეტს, თვითმმართველობას, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა გამარჯვება გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ჩაიდინა ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა გუში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.