გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ავარია ჩოხატაურში - ავტომობილი ხიდიდან გადავარდა

10-07-2020

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში - ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავისკენ მიმავალ გზაზე, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 8 თვის ბავშვი. ჩვენი ინფორმაციით, არასრულწლოვანი არ დაშავებულა, სხვა მგზავრებს კი მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. 

მთავარი არხი