გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ერგნეთში მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის ტერიტორია დაატოვებინეს

1-03-2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციების ჯგუფის შეხვედრაზე 2 მთავარ საკითს განიხილავენ:  არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების, კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება.

ჯგუფის შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის ტერიტორია დაატოვებინეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ:

“პრინციპული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ესაა ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა.“- განაცხადა ქემოკლიძემ.

cyc.ge