გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, შვილმა ბოლოს გუშინ ნახა

10-07-2020

მამაკაცი, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, 72 წლის როლანდ თვალებეიშვილია. მამაკაცი სამტრედიაში ცხოვრობს.

 

მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 4 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე დასაბანად.

მამაკაცის ტანსაცმელი სამტრედიაში, მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი „ექოლოტით“ აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით.

პრაიმტაიმი