გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა

10-07-2020

„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფ. ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.