გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე რუსი სამხედროები რკინის ღობეს აკეთებენ

17-11-2017

ქარელის რაიონში, სოფლების კოდასა და ჭვრინისის მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსი სამხედროები რკინის ღობეს აკეთებენ. კოდაში გამგებლის წარმომადგენლის მარიამ გულისაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჭვრინისიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ღობის ასაგებად ტყის ნაწილი გაჩეხეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოდა-ჭვრინისის სეგმეტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი გასულ თვეში დაფიქსირდა.

„ჩვენი შეფასებით ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავისმხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არა მარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - განაცხადეს სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 19 დეკემბერს გაიმართება.


წყარო: reginfo.ge