გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა აიკრძალება

1-03-2018

ბათუმში ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალება,- ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომელმაც 100-დღიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, სიახლე ქალაქში სატრასპორტო მოძრაობას მოაწესრიგებს, თუმცა ინიციატივა როდის ამოქმედდება მერს არ დაუკონკრეტებია. 
"უკონტაქტო გადახდის სისტემა დანერგილია მთელ ცივილიზებულ სამყაროში, უნდა დაინერგოს ჩვენთანაც. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დაინერგოს ჯიპიარეს სისტემებიც, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოძრაობას", - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 
ბათუმის მერმა 100-დღიანი საქმიანობის 250 გვერდიანი დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა.

"ინტერპრესნიუსი"