გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

10-07-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხერხდეს.
ამის შესახებ გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღევანდელი ერთი შემთხვევა გუშინ წინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქია. გუშინ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდანაა, რომელიც გუშინ წინ ერთ-ერთ ქალბატონს რეწგიონში დაუდასტურდა. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 7 ივლის გასული იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა . ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია შევძლოთ. ამასთან, აბიტურიენტებს მივცეთ შესაძლებლობა, ვინც მასთან ერთად წერდა ტესტს, გამოცდები შესაბამისი ეპიდემიულოგიური წესების დაცვით განაგრძონ"-განაცხადა გამყრელიძემ.