გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმეზე: ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტზე ვილაპარაკებთ საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია

11-07-2020

“ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტზე ვილაპარაკებთ, საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია ამ შემთხვევაში ჩვენთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ რომ ნიკოლაძემ ისიც მოახერხა რომ აგრესიულად განაწყო ოჯახი ჩვენ წინააღმდეგ”, – განაცხადა მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამამ.

მისივე თქმით, აღმატებული საჯარო ინტერესი შაქარაშვილის საქმეში არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და არა ის, თუ ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი.

“ამ შემთხვევაში ბედის უკუღმართობით ნიკოლაძე დაზარალებულს წარმოადგენს სამწუხაროდ და ბოლომდე სინქრონიზებულია მისი პოზიცია შსს-თან და პროკურატურასთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტზე ვილაპარაკებთ, საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია ამ შემთხვევაში ჩვენთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ რომ ნიკოლაძემ ისიც მოახერხა, რომ აგრესიულად განაწყო ოჯახი ჩვენს წინააღმდეგ.

არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და არა რომელმა რაგბისტმა მოკლა. კი ეს მნიშვნელოვანია და დადგინდება აუცილებლად დღეს, თუ არა ხვალ, ხვალ, თუ არა ზეგ, მაგრამ, აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არ არის მკვლელის დადგენა, აქ არის მკვლელის ხელის დამფარებლის დადგენა’, – აღნიშნავს გვარამია.

kvira