გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11-07-2020

ორდღიანი შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბორჯომში ჩატარდა.

„კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვაზე, საწყის ეტაპზევე ჩართულია კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაში. აღნიშნული რეკომენდაციები ფერმერების ინტერესების დაცვას ემსახურება და პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატი წილოსანმა.

სამუშაო შეხვედრაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციასა და მიდგომებზე იმსჯელეს, განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც საჭიროა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სახელმწიფო პროგრამებსა და პოლიტიკაში დანერგვისათვის. შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა 3 ძირითად მიმართულებას გულისხმობს, როგორებიცაა სათბური აირების გამოყოფის შემცირება, სოფლის მეურნეობის მდგრადი პროდუქტიულობა (საწარმოო საშუალებებისა და რესურსების ეფექტური გამოყენება) და მოსავლის, ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის (ELKANA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.