გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აღადგინეს

1-03-2018

იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებულ ექვსივე ექიმთან კლინიკამ უვადო ხელშეკრულება გააფორმა და სამსახურში აღადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისი ავრცელებს. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, ექიმებს გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგო შეუნარჩუნდებათ და იძულებითი განაცდურიც აუნაზღაურდებათ.

ექიმების ინტერესებს, რომელთა თანამდებობებზე აღდგენის გადაწყვეტილება პოლიკლინიკამ სასამართლო სხდომის გამართვამდე მიიღო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისისის იურისტი გული ქარცხია იცავდა. 

ცნობისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან თანამშრომლები 8 იანვარს გაათავისუფლეს. მაშინ კლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია აცხადებდა რომ ნაწილი მათგანი სამსახურიდან სხვადასხვა დარღვევების გამო გაათავისუფლა, ნაწილს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ადმინისტრაციამ არ გაუგრძელა იმ მიზეზით, რომ იმ ეტაპზე პოლიკლინიკას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა.

imedinews.ge