გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” კახეთის მხარეში ტრენინგები მიმდინარეობს

12-07-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

კახეთის მხარეში მარცვლოვანი კულტურის, კერძოდ, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ფერმერთათვის დაგეგმილი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტრენინგის გახსნას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი, რომელმაც ფერმერებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის ხარისხის, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსავლის აღება-დაბინავების საკითხის მნიშვნელობას სოფლის მეურნობის განვითარებისთვის.

ტრენინგის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოს დაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.