გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლინკოლნ მიტჩელი: რეალურად, საქართველოში რუსული საქმე სააკაშვილმა აკეთა და კარგი იქნება თუ აშშ ამაზე სერიოზულად დაფიქრდება

12-07-2020

"პარადოქსია, რომ მთავრობამ, რომელმაც ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშისა და ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, დაუშვა საკუთარი თავის პროვოცირება და რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩათრევა, ახლა სხვა ვინმეს სდებს ბრალს რუსეთის გავლენის განმტკიცების ხელშეწყობაში" - ეს სიტყვები პოლიტოლოგსა და ექსპერტს, ლინკოლნ მიტჩელს ეკუთვნის, რომელიც მან ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე გააკეთა.


მიტჩელის სტატია გამოცემა "ჰუფინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, ხოლო მისი ქართულენოვანი თარგმანი "ფორინპრესმა" გაავრცელა.


"როდესაც სააკაშვილი დასავლეთს განუცხადებს, რომ რუსეთის მოსისხლე მტერია, გონივრული იქნებოდა დასავლელ პოლიტიკოსებს ეკითხათ - თუ რუსეთს სააკაშვილის მსგავსი მტრები ჰყავს, მაშინ რაღაში სჭირდება მას მეგობრები?


ხოლო თუ უფრო სერიოზულად ვილაპარაკებთ, აშშ არ უნდა დასჯერდეს მარტოოდენ ანტი-რუსულ რიტორიკას და სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, თუ რა მოიგო რუსეთმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში"-წერს ამერიკელი ექსპერტი.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით