გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

1-03-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზეა ორიენტირებული.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზებისა და ქართველების სამარხების მოძიება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამიერიდან ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით ოჯახის წევრები შევძლებთ მივიდეთ მათ საფლავებთან და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.