12-07-2020
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქება მოხდა. ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.