გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

13-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
"9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში კოვიდ დადასტურებულების 151 პაციენტი მკურნალობს"-განაცხადა ეზუგბაიამ.