გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მესტიაში, მდინარეში გადავარდნილ კაცს ეძებენ

13-07-2020

მესტიაში, მდინარე მულხურაში გადავარდნილ კაცს მეორე დღეა ეძებენ. მაშველებმა ავტომანქანა მდინარიდან ამოიყვანეს, თუმცა მანქანაში მყოფი მამაკაცის პოვნა ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოებს მდინარის სწრაფი დინება აფერხებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.