გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია

13-07-2020

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.


 

რეგიუნული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13  ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირვ თანამშრომლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარლებში სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია.

 

განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ონის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.

 

ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ახორციელებს 4 ეტაპად.

 

ამასთან, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლელბლობები.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს  ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.