გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო უწყებები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან

1-03-2018

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ სამინისტროს განცხადება გამოქვეყნდა.

„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით კი, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების ყოველგვარ დარღვევას და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსიტუტების დაშვებას მოვითხოვთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ასევე გამოეხმაურა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი. მინისტრის განცხადებით, ფინეთის რესპუბლიკა უერთდება ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს განცხადებებს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

"კვირა"