გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე: თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ერთეულმა შემთხვევებმა ასეულს მიაღწიოს

13-07-2020

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge