გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე: დღეისთვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა

13-07-2020

დღეისთვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, უარი განაცხადეს ტესტირებაზე , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

,,სამწუხაროდ, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჩამოსული უცხოელი პირველ რიგში მივა ოჯახში და ჩაეხუტება ოჯახის წევრებს, მოინახულებს ბიძაშვილებს. ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება და სად გაჩერდება. ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება აბსოლუტურად სხვა რეჟიმშია, გაცილებით უფრო მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს, ვიდრე იმას, ვინც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების სანახავად“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის.

რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.

imedinews.ge