გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცხინვალის ჰოსპიტალში მოთავსებული ზაზა გახელაძე დღეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა უნდა მოინახულონ

14-07-2020

ცხინვალის ჰოსპიტალში მოთავსებული ზაზა გახელაძე დღეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა უნდა მოინახულონ.

სწორედ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით შეძლებს გახელაძის ოჯახი მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაციის მიღებას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

33 წლის მამაკაცი მეოთხე დღეა უკანონო პატიმრობაშია.

გახელაძის მშობლები და მეუღლე იმედს იტოვებენ, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სახლში მალე დაბრუნდება. გახელაძის ოჯახში გუშინ სახალხო დამცველიც იმყოფებოდა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებები უკვე დაგმო ევროკავშირის მისიამ და საქართველოში ამერიკის საელჩომ.

rustavi2