1-03-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლი 20 თებერვალს, სამშაბათს, 14:57 წთ-ზე, თბილისში დააჯარიმეს. ამის მიზეზი გაჩერების ამკრძალავი ნიშანის დაუმორჩილება და ,,აკრძალულ ზონაში" მანქანის დაყენება გახდა.
საგზაო წესების დარღვევის აღმნიშვნელი ქვითარი ,,სითი პარკის" თანამშრომელმა საქარე მინაზე დატოვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, ჯარიმა 125-ე მუხლის მიხედვით, შედგა.
მანქანა ქარელის მუნიციპალიტეტის ბალანზეა. მძღოლის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ოდენობა 150 ლარამდე გაიზრდება და მისი მისი დაფარვა ბიუჯეტიდან მოხდება.
იმის გამო, რომ შუადღეს პარკინგის ადგილი არ იყო, მძღოლმა მანქანა ყაზბეგის ქუჩაზე #10-თან, გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა. ყაზბეგის ქუჩაზე, #35 და #41-თან, 2017 წლიდან გუბერნატორის მანქანა 6-ჯერ იყო დაჯარიმებული. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, გუბერნატორი იძულებული გახდა ჯარიმა-საურავები საკუთარი ხელფასიდან გადაეხადა.