გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

14-07-2020

 

რაჭაში  მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო იმავე ავტომობილში მყოფი მეორე პირი დაშავდა.  არსებული ინფორმაციით, ავტომობილი  ორმა ნასვამმა პირმა  პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა.

დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილის მზაგვრებსაც.

 „კურიერის“ ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე. ისინი ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ონის საავადმყოფოს დირექტორის ავთო ლებანიძის განცხადებით,  დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

 

„ჩვენს კლინიკაში 4 მძიმე ავადმყოფი შემოვიდა მრავლობითი მოტეხილობით. ყველაზე მძიმედ კარლო ლაფერაძე იყო, შემდეგი საყურადღებო პაციენტი კი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც სამბალიანი კომა დაუფიქსირდა. აღნიშნული პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ“-განაცხადა ლებანიძემ.