გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“ტატუნაშვილმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, რასაც მასზე ფიზიკური ზემოქმედება მოჰყვა”- ოკუპირებული ცხინვალის განცხადება

1-03-2018

უკვე სამი საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც მხარეები მსჯელობენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებააქართული მხარე ასევე ინტერესდება მიმდინარეობს თუ არა რუსი ექსპერტების მიერ ცხედრის ექსპერტიზა, რაზეც საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე საუბრობდა.


დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დეტალებზეა საუბარი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს, ამოაცალა იარაღი, რისთვისაც საჭირო გახდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება. რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა საკითხი ე.წ. საზღვართან 300 მეტრიანი  მონაკვეთის შექმნის თაობაზე, რათა მოქალაქეებს გამყოფ ზოლთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდეთ.

სულ განსახილველი 13 საკითხია.


cyc.ge